კრიმინალი

შსს: კახეთში დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი - 1982 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების დროს, 1997 წელს დაბადებული გ.ჭ და 1994 წელს დაბადებული მ.ჭ. ცივი იარაღით დაჭრა. 

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები