კრიმინალი

გორში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს

flickr.com

გორში, კომბინატის დასახლებაში, ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 

დაჭრილი გორის საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც ექიმები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. 

"კლინიკაში შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი მხრის არტერიის დაზიანებით. გაკეთდა ოპერაციული ჩარევა, მხრის არტერიის პლასტიკა. პაციენტთან გამოხატული იყო მძიმე ჰოპეილემიური შოკი. ამჟამად ოპერაცია დასრულდა, პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში ", - ამბობს ექიმი რუსთავი 2- თან საუბრისას. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები