მეზღვაურების გატაცება

ნიგერიაში მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური სპეცრეისით თბილისში დაბრუნდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

მეკობრეების მიერ ნიგერიაში გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური თბილისში დაბრუნდა. სპეცრეისი - თბილისი-ლაგოსი-თბილისი - 7 ივნისს შესრულდა.

ქართველი მეზღვაურები მეკობრეებმა 30 აპრილს, ნიგერიაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გაიტაცეს.

"მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროცესის წარმატებით დასრულებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ" - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

კომენტარები