მეზღვაურების გატაცება

ნიგერიაში მეკობრეებმა 9 ქართველი მეზღაური გაიტაცეს

ლიბია
Reuters

ნიგერიაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს, საიდანაც 9 საქართველოს მოქალაქეა.

შემთხვევა 30 აპრილს მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს.

სააგენტოს ინფორმაციითვე, გემზე დარჩა 4 ქართველი მეზღვაური, მათ საფრთხე არ ემუქრება.  

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ აქტიურ კომუნიკაციაში არიან გემთფლობელთან, რომელიც კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანიაა. 

"ამ დროისათვის გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან და საქმეში ჩართულ ყველა სხვა მხარესთან, რომ ყველა შესაძლო გზით მოხერხდეს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დროულად და უსაფრთხოდ დახსნა", - ამბობენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, უკვე შეხვდნენ გატაცებულების ოჯახის წევრებს და მიაწოდეს ინფორმაცია.  

კომენტარები