ჯეი ჯეი აბრამსი

ჯეი ჯეი აბრამსმა რასიზმთან ბრძოლას 10 მილიონი დოლარი შესწირა

IndieWire

ამერიკელმა რეჟისორმა და პროდიუსერმა ჯეი ჯეი აბრამსმა რასიზმთან ბრძოლას 10 მილიონი დოლარი შესწირა.

აბრამსის მიერ დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანია Bad Robot უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქველმოქმედო ორგანიზაციებს ყოველწლიურად 2 მილიონი დოლარით დაეხმარება. 

დახმარება პირველ რიგში ფონდებს Equal Justice Initiative, Black Futures Lab, Know Your Rights Camp, Black Lives Matter L.A., Community Coalition გადაერიცხათ.

აბრამსის უკანასკნელი ნამუშევარი ვარსკვლავური ომების დასკვნითი ეპიზოდია. 

კომენტარები