სერიალის LOVECRAFT COUNTRY ახალი თრეილერი გამოვიდა

Regard News

სატელევიზიო არხმა HBO Lovecraft Country მეორე თრეილერი გამოაქვეყნა.

მომავალი სატელევიზიო შოუ ამერიკელი ფანტასტის მეტ რაფის რომანის ეკრანიზაციაა.

ადაპტირებული სცენარი მიშა გრინს და ჯორდან პილს ეკუთვნით. პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი ჯეი ჯეი აბრამსია. მთავარ როლებს ჯონათან მეიჯერსი, ჯერნი სმოლეტი და კორტნი ბ. ვენსი ასრულებენ.

სერიალის პრემიერა მიმდინარე წლის აგვისტოშია დაგეგმილი.

 

კომენტარები