ავტოსაგზაო შემთხვევა

ბათუმში მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

flickr

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები