შსს

შსს: გაზგასამართ სადგურზე აფეთქების გამოსაძიებლად მისულ ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა

Mtavari.tv

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ის ექსპერტ-კრიმინალისტს თბილისში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს, პირველადი ინფორმაციით, დენმა დაარტყა. 

უწყების ინფორმაციით, ექსპრერტ -კრიმინალისტი ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდა. 

"მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტი დაზიანდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები