ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ

ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის 8 ივნისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

სებ-ი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.

"ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას" - აცხადებს ეროვნული ბანკი.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა 31 მარტიდან შეაჩერა.

კომენტარები