სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საზღვრის უკანონო კვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის თურქეთის 9 მოქალაქე დააკავეს

shutterstock

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-ს ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თურქეთის 9 მოქალაქე ბათუმში საზღვრის უკანონო კვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები