ენმ

სამადაშვილი გახარიას: საქართველოს მოქალაქეების მომავალი ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ შეჭამა

ბატონო პრემიერო, თქვენ ძალიან ბევრი ისაუბრეთ დღეს აქ რაღაც ეკონომიკურ წარმატებაზე, რომელიც თქვენს ხელისუფლებას ჰქონდა და იმაზე, რომ თურმე თქვენ არ დაგხვდათ 2012 წელს განვითარებული დასავლური, ევროპული ეკონომიკა.

არა, ასეთი არ დაგხვედრიათ, მაგრამ თქვენ დაგხვდათ ეკონომიკა, რომელიც საშუალოდ წელიწადში 8%-ით იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთის აგრესიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენ ჩამოგვიყვანა იმ ორნიშნა ზრდიდან, რომელზეც მანამდე მიდიოდა ქვეყანა 5 წლის განმავლობაში. 

თქვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა გასული წლების განმავლობაში 4%-იც კი არ არის და ამიტომ ხვდება დღეს საქართველო ისეთ სიღარიბეში პანდემიის გამოწვევებს, როგორშიც ხვდება. სად წავიდა ეს ეკონომიკური ზრდა და რატომ უნდა ყოფილიყო დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე 2-ჯერ უფრო მდიდარი, ვიდრე დღეს არის, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევინარჩუნებდით თუნდაც იმ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, რომელიც გვქონდა 2012 წელს. 

სად წავიდა ეს ზრდა და ვინ შეჭამა საქართველოს მოქალაქეების მომავალი? საქართველოს მოქალაქეების მომავალი, ბატონო პრემიერო, შეჭამა იმ ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ, რომელსაც თქვენ ეძახით კორუფციას და რომელიც სინამდვილეში ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, როგორც ქრთამის მიცემა, ასევე მისი აღება. გინდათ, ქართულ-ჯიგრული მიდგომა დაუძახეთ ამას და გინდათ რაიმე სხვა. 

აი, სწორედ ამ კორუფციამ შეჭამა საქართველოს მოქალაქეების მომავალი და ცხოვრება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, ამ კითხვით მიმართა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც საპარლამენტო ინტერპელაციის ფარგლებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

კომენტარები