მერილინ მონრო

მერილინ მონროს იშვიათი ფოტოები აუქციონზე გაიყიდება

Atlanta Times

აუქციონის სახლმა Nate D. Sanders Auctions ლეგენდარული კინოვარსკვლავის მერილინ მონროს იშვიათი ფოტოები გასაყიდად გამოიტანა. 

ფოტოების უმეტესობა უნგრელი ფოტოგრაფის ანდრე დე დინესის მიერ არის გადაღებული. 

ლოტების საწყისი ფასი 1000 დოლარია, თუმცა ერთერთი ფოტოს ღირებულება, რომელზეც 50-იანი წლების სექს სიმბოლო ნახევრად შიშველია აღბეჭდილი, 4000 დოლარს შეადგენს. გულახდილ ფოტოს ჟურნალის Playboy დამაარსებლის ჰიუ ჰეფნერის ხელმოწერაც ახლავს.

ხსენებული ფოტო 1946 წელს არის გადაღებული, თუმცა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 1987 წელს გახდა. თავად ჰეფნერი არასდროს შეხვედრია მონროს, თუმცა 74 000 დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ სიკვდილის შემდეგ მისი საფლავის ახლოს დაკრძალულიყო.

 

 

კომენტარები