გახარია პარლამენტში

ვოლსკი: გუშინ სრული ლუსტრაცია მოხდა, ოპოზიცია და ვირუსი აღმოჩნდნენ ცალ მხარეს

ვფიქრობ, გუშინ სრული ლუსტრაცია მოხდა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ამ ურთულეს პერიოდში. ოპოზიცია და ვირუსი აღმოჩნდნენ ცალ მხარეს. ფაქტია, გამოიკვეთა ის, რომ არ არსებობს დარგი და მიმართულება, სადაც კომპეტენტური მმართველობა არ არის და არაა გუნდი პრემიერის ხელმძღვანელობით, რომელიც დაბნეულია, ან არაფორმალურად იმართება, ეს ყველა მითი გაქრა. რა საკვირველია, ოპოზიცია გაბრაზებულია, ილაპარაკებს ახლა კორუფციაზე, რაღაც შეუსრულებელ დაპირებებზე...

ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლკსი, პარლაემნტში პრემიერმინისტრის გუშინდელ გამოსვლაზე. ოპოზიციის მოთხოვნით, გიორგი გახარიას ხვალ, 29 მაისს, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში კვლავ ელოდებიან.

კომენტარები