კინოსტუდია Warner Bros. ეკრანზე სუპერმენის როლში ჰენრი კავილის დაბრუნებას კიდევ ერთხელ გეგმავს.
მსახიობთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სტუდიამ დააზუსტა, რომ საუბარია ეპიზოდურ როლზე, რომელსაც კავილი DC-ის კომიქსების მიხედვით გადაღებულ მორიგ ფილმში შეასრულებს. შესაძლოა ეს იყოს შაზამი 2, აქუამენი 2 ან შავი ადამი.
კავილმა უკანასკნელად სუპერმენის კოსტიუმი 2018 წელს მოირგო, როდესაც საკულტო პერსონაჟი სამართლიანობის ლიგაში განასახიერა.