შვეიცარიაში 6 ივნისიდან მაქსიმუმ 300 ადამიანის შეკრება დაშვებული იქნება

REUTERS

27 მაისს შვეიცარიაში განაცხადეს, რომ ივნისიდან დიდი შეკრებები დაშვებული იქნება, ხოლო 6 ივლისიდან შენგენის ზონის ქვეყნებზე სამოგზაურო შეზღუდვა მოიხსნება.

6 ივნისიდან ქვეყანაში საზაფხულო ბანაკები, კინოთეატრები, თეატრები გაიხსნება, სადაც მაქსიმუმ 300 ადამიანის შეკრება დაშვებული იქნება. მანამდე კი, 30 მაისიდან მაქსიმუმ 30 ადამიანის სპონტანური შეკრება გახდება ნებადართული. ამჟამად შვეიცარიაში მხოლოდ 5 პირის შეკრება შეიძლება.

24 ივნისს მთავრობა გადაწყვეტს 1000-კაციანი შეკრებები დაუშვას, თუ არა.

შვეიცარია გეგმავს, რომ გერმანიასთან, საფრანგეთთან და ავსტრიასთან საზღვარი 15 ივნისს გახსნას, თუმცა, იტალიაზე განაცხადეს, რომ 3 ივნისს სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა ძალიან ნაადრევია. შვეიცარია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გარკვეული პერიოდით იტალიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. შენგენის ზონის მოგზაურებს შვეიცარიაში ჩასვლა ივლისის შუა რიცხვებამდე არ შეეძლებათ.

შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ქვეყანაში მდგომარეობას აკონტროლებენ. მან საზოგადოებას ერთმანეთისგან ფიზიკური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ კორონავირუსის ნებისმიერ ახალ შემთხვევას ახლოდან უნდა დააკვირდნენ.

გასულ 24 საათში ქვეყანაში ახალი ვირუსი მხოლოდ 15 პირს დაუდასტურდა, ჯამში - 30 776 ინფიცირებული აღირიცხა. მათგან 1 649 პაციენტი გარდაიცვალა. 28 300 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

შვეიცარიაში ახალი კორონავირუსის გამო შეზღუდვები მარტში დააწესეს. ქვეყანაში უკვე გაიხსნა მაღაზიები, სკოლები, სილამაზის სალონები.

კომენტარები