გახარია პარლამენტში

ბოკუჩავა: ამაზრზენია, 20 ივნისიდან 1 წელი არ გასულა, ამის შემოქმედი ტრიბუნიდან სიცილით პოზირებს

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ სრულიად ამაზრზენია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს შიმშილობს, რომ 20 ივნისიდან ერთი წელიც არ არის გასული და 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მთავარი შემოქმედი დღეს საპარლამენტო ტრიბუნასთან სიცილ-ხარხარით პოზირებს - ბატონო გიორგი

რაც შეეხება ჩემს კითხვებს, თქვენ გომელაურივით არ თვლემდით, მაგრამ, გამოგეპარათ, როგორც ჩანს, ასევე ჩემი კითხვების უმრავლესობა, მათ შორის დღეს მთვლემარე გომელაურს რომ 2 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული რემონტში და ავეჯში, მათ შორის ამ პანდემიის დროს, ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ ეს თუ არა? ასევე ღარიბაშვილზე გკითხეთ, გკითხეთ კორუმპირებულ კალაძეზე და ასევე, როცა ამბობთ, რომ დახმარებას მიიღებს მოსახლეობაო, ყველა, ვისაც სჭირდებაო, ეს არის მტკნარი სიცრუე იმიტომ, რომ 2 მილიონ 700 ათასი ადამიანი საერთოდ თქვენი დახმარების მიღმა დარჩა და რატომ არ გაეცით ეს დახმარება აქამდე? 25 მაისს გავცემთო, 25 მაისი იყო გუშინწინ, ბატონო გიორგი.

მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას.

კომენტარები