სპორტი და კორონავირუსი

გახარია ფეხბურთის მატჩების განახლებაზე: დასაწყებია ეს თემა, ჯერჯერობით მაყურებლის გარეშე

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ქართული ოცნების დეპუტატის, ლევან კობიაშვილის კითხვის პასუხად ამბობს, რომ მატჩების განახლებასთან დაკავშირებით მუშაობა დასაწყებია, თუმცა ჯერჯერობით მაყურებლის გარეშე. 

"დასაწყებია ეს თემა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ოღონდ ჯერჯერობით მაყურებლის გარეშე. მაყურებლის გარეშე უნდა დავაკვირდეთ 2 კვირა, ერთი თვე და მერე ნელნელა შეიძლება. იმიტომ, რომ არ გამოვეთიშოთ საერთაშორისო ტურნირებს, რაც მნიშვნელოვანია," - თქვა გახარიამ. 

კორონავირუსის ინფექციის საფრთხის გამო, საქართველოში 11 მარტიდან ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია.  

კომენტარები