თბილისის მერია

თბილისის მერიის სერვისები მუშაობას 1-ლი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს

თბილისის მერია

თბილისის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები.

ეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა.

მისი თქმით, პირველი ივნისიდან აღდგება:

  • თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომები;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ყოფნის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები;
  • თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების კომისიის სხდომები;
  • თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები;
  • დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები.

"აქაც აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ყველა რეკომენდაცია. ჩვენი თანამშრომლების აღჭურვა - პირბადეებით, ხელთათმანებით, სადეზინფექციო ხსნარებით. ყველა ეს მიმართულება უნდა მოწესრიგდეს, რომ მოქალაქეთა მხრიდან კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს", - თქვა მან.

29 მაისიდან თბილისში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნება.

1-ლი ივნისიდან გაიხსნება კი გაიხსნება ღია სივრცის მქონე რესტორნები. ასევე ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც.

პირველი ივნისიდან ასევე გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები.

8 ივნისიდან იხსნება სასტუმროებიც. ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

კომენტარები