IASIP

სერიალის IT'S ALWAYS SUNNY IN PHILADELPHIA რეკორდული, მე-15 სეზონი გამოვა

CNN

კომედიურ სერიალს It's Always Sunny In Philadelphia ახალი, რიგით მე-15 სეზონი ექნება. ინფორმაციას სატელევიზიო არხი FX ავრცელებს.

IASIP-მა ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე გრძელი ამერიკული სიტკომის სტატუსი მოიპოვა. აქამდე რეკორდსმენი 14-სეზონიან სერიალი The Adventures of Ozzie and Harriet იყო.

სერიალის პირველი სეზონი 2005 წელს გამოვიდა. სიუჟეტის ცენტრში ირლანდიული პაბის მფლობელი ოთხი მეგობარია. სატელევიზიო შოუს შემქმნელები რობ მაკელჰენი, გლენ ჰოვერტონი და ჩარლი დეი არიან, რომლებიც სერიალში კეიტლინ ოლსენთან ერთად მთავარ როლებს ასრულებენ.

შემქმნელების თქმით ახალ სეზონში რამდენიმე სერია კორონავირუსის პანდემიას შეეხება.

კომენტარები