კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: კვირაზე მეტია, რეანიმაციაში არცერთი პაციენტი აღარ მკურნალობს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ კვირაზე მეტია, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი აღარ მკურნალობს.

"პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა არ გვქონია, მძიმე პაციენტი გვყავდა. [...] პაციენტები დასტაბილურებული მდგომარეობით გადავიდნენ და აგრძელებენ თერაპიულ მკურნალობას", - თქვა სოლოღაშვილმა.   

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 ბავშვის გამოჯანმრთელებას კი ელოდებიან. 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში COVID-19 32 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 11 ბავშვია. დღეს, 27 მაისს, სოლოღაშილის თქმით, ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 735 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 557 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა. 

კომენტარები