ბრაის დალას ჰოვარდი

მსახიობმა ბრაის დალას ჰოვარდმა უნივერსიტეტი ჩარიცხვიდან 21 წელში დაამთავრა

Variety

ამერიკელმა მსახიობმა, რეჟისორ რონ ჰოვარდის შვილმა ბრაის დალას ჰოვარდმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა, რომელშიც 1999 წელს ჩაირიცხა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დავამთავრე. 99 წელს ჩავაბარე, მაგრამ მსახიობობა ბევრ დროის მოითხოვს და მხოლოდ 21 წლის შემდეგ შევძელი დიპლომის აღება. ფორმალური განათლების დასრულება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, სამწუხაროა რომ მეწამული ტანსაცმლით უნივერსიტეტის დასრულებას ვერ ავღნიშნავთ. მადლობა ყველას, ვინც 2020 წლის კურსდამთავრებულებს ამხნევებდა. 2020 წლის გამოშვება, ჩვენ ეს შევძელით!"

 

კომენტარები