მარი კაუ

საფრანგეთში პირველად ქალაქის მერის თანამდებობაზე ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს

BBC.co.uk

საფრანგეთში პირველად ისტორიის განმავლობაში ქალაქის მერად ღიად ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს.

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსვლეთით მდებარე ქალაქ ტილუაი-ლეზ-მაღჩიენესის საბჭომ, მარი კაუ მერის თანამდებობაზე შაბათს აირჩია.

55 წლის ტრანსგენდერი ქალი ეკოლოგიური სტაბილურობისა და ადგილობრივი ეკონომიკის ზრდის პლატფორმას წარმოადგენდა. AFP-სთან საუბრისას მან თქვა, რომ არ სურს იყოს მხოლოდ აქტივისტი და პირიქით, უნდა რომ მუნიციპალურ პოლიტიკაზე მეტად კონცენტრირდეს.

"ხალხმა მე იმიტომ არ ამირჩია, რომ ტრანსგენდერი ვიყავი ან არ ვიყავი, მათ პროგრამას მისცეს ხმა. აი, რა არის საინტერესო: როდესაც ყველაფერი ნორმალურად ეწყობა, შენ ამის მიღმა არ დარჩე", - თქვა მარი კაუმ.

ტილუაი-ლეზ-მაღჩიენესში მუნიციპალური არჩევნები მარტში ჩატარდა. ქალაქში 600 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს.

კომენტარები