სავაჭრო მოლები

ბიზნესომბუდსმენი: მოლებში მომხმარებლის დიდი მობილობაა, ამ ეტაპზე ვერ გაიხსნება

ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი სავაჭრო მოლებისა და ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განაცახადა, რომ მოლების გახსნა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.

"სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად რისკები მაღალია და მათი  ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება", - თქვა ბიზნესომბუდსმენმა,

დაუშვილის თქმით, მოლებისა და ბაზრობების წარმომადგენლებთან შედგა შეთანხმება "სამუშაო ფორმატზე", რაც სავაჭრო ობიექტებში ჯანდაცვის სტანდარტების დაცვას შეუწყობს ხელს:

"ჩვენ შევთანხმდით აღნიშნულ სექტორთან სამუშაო ფორმატზე, რათა მოხდეს სრულად მოხდეს ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება და აღნიშნული ბიზნესის გახსნამ არ წარმოშვას დამატებითი ეპიდემიოლოგიური რისკები".

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, სავაჭრო მოლები და ბაზრობები კვლავ დახურული დარჩა.

მთავრობის გეგმის თანახმად, მოლები შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის ამოქმედების მეოთხე ეტაპზე იგეგმება, რისი სავარაუდო თარიღიც თავდაპირველად 8 ივნისი იყო. დახურული ტიპის ბაზრების გახსნა მეხუთე ეტაპისთვის იგეგმება.

კომენტარები