ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აქცია ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგში ჩინეთის ახალი კანონპროექტების საპროტესტო აქციას ცრემლსადენი გაზით შლიან [VIDEO]

კვირა, 24 მაისი, 2020 - 10:44
REUTERS
tbl.ge/4rt5
დაკოპირდა

ჰონგ-კონგში მომიტინგეები ჩინეთის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტებს აპროტესტებენ, რისი მიღების შემთხვევაშიც ჰონგ-კონგის ავტონომია დასრულება. დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

აქციაზე ჰონგ-კონგის პოლიციამ მონაწილეების მიმართულებით ცრემლსადენი გაზი, სულ მცირე, ხუთჯერ გაისროლა.

Tweet

მომიტინგეები გაიძახიან "თავისუფლება ჰონგ-კონგს", "ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობა ერთადერთი გზაა". ამ დრომდე, ჰონგ-კონგში მომიტინგეები ჩინეთისგან დამოუკიდებლობის ხმამაღალი მოთხოვნისგან თავს იკავებდნენ.

ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი აქციაა მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის პანდემია დაიწყო.

აქციაზე ერთერთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ტამ ტაკ-ჩი დააკავეს. სპეცრაზმი მომიტინგეებს მოუწოდებს, რომ დაიშალონ.

პოლიციამ ერთი დღით ადრე მომიტინგეები გააფრთხილა, რომ არაავტორიზებულ აქციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ჰონგ-კონგში ახალი კორონავირუსი გამო შეკრებაზე შეზღუდვებია დაწესებული. 

ჩინეთი ჰონგ-კონგის ახალი კანონებით აკრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას, ტერორიზმს და ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული. პეკინს ახალი კანონებით ჰონგ-კონგში უსაფრთხოების სააგენტოების დაარსება შეეძლება. ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც, 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე დაემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეროვნული უსაფრთხოების კანონის, ე.წ. 23-ე მუხლის, მიღება ჰონგ-კონგის მთავრობამ ერთხელ 2003 წელს სცადა, თუმცა მასობრივი მშვიდობიანი პროტესტის შედეგად ეს მცდელობა ჩავარდა.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მძლავრი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთი თავის გეგმას მიჰყვება და ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მიიღებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს, განცხადებით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ტერიტორიის სპეციალურ ეკონომიკურ სტატუსზე.

რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა თქვეს, რომ ჰონგ-კონგის ავტონომიის შელახვის შემთხვევაში, ჩინელ მაღალჩინოსნებს ამერიკული სანქციები ემუქრებათ.

ჩინეთის ნაბიჯს ჰონგ-კონგზე ათეულოებით დასავლური დემოკრატია გმობს.

ჰონგ-კონგის ყოფილმა მმართველმა, კრის პატენმა, განაცხადა, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგს უღალატა.

"ჩვენ აღარ უნდა დავრჩეთ გასულელებულები, რომ ქედის მოხრისთვის თითქოს დიდი ოქროს ქვაბი გველოდება. ეს ყოველთვის ილუზია იყო," - განაცხადა მან ჩინეთზე საუბრისას.

------------

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის ფართომასშტაბიანი პროდემოკრატიული აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო. მილიონობით მომიტინგე ჩინეთის წნეხისგან გათავისუფლებას და მეტ თავისუფლებას ითხოვს. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბიეს.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს. ჰონგ-კონგის ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს მოდელს პეკინი უკვე წლებია სთავაზობს ტაივანს - დე-ფაქტო სახელმწიფოს, რომელსაც პეკინი მის პროვინციად თვლის. ტაივანში ეს მოდელი არასდროს ყოფილა პოპულარული, მისი არაეფექტურობა ჰონგ-კონგის აქციების შემდეგ ნათლად გამოჩნდა. ჰონგ-კონგში მიმდინარე ამბებმა გავლენა მოახდინა ტაივანის არჩევნებზე და პრეზიდენტად პრო-პეკინელი კანდიდატის საწინააღმდეგოდ, ცაი ინგ-ვენს დაუჭირეს მხარი.

პეკინი ქალაქის მმართველობასა და მიმდინარე პროცესებზე გავლენას უარყოფს და "არეულობას" დასავლეთის ჩარევას აბრალებს. ამჟამად ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. მომავალი არჩევნები სექტემბერში გაიმართება და შესაძლოა, პროდემოკრატიულმა კანდიდატებმა გასული წლის ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, ამ არჩევნებზეც გაიმარჯვონ.

გასული წლის დეკემბერში ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს.

კანონი იძლევა საშუალებას, ყოველწლიურად შემოწმდეს, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთვის მის სპეციალურ სტატუსს. ამ სტატუსის ფარგლებში ამჟამად ჰონგ-კონგს აშშ-ის მიერ ჩინეთისათვის დაწესებული სანქციები არ ეხება. კანონის ფარგლებში პროტესტის დროს დაკავებულებს აშშ ვიზის მიღების საშუალებას მისცემს. კანონით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვა.

გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის მიტინგების კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

ჰონგ-კონგიჩინეთიერთი ქვეყანა - ორი სისტემაეროვნული უსაფრთოხების კანონებიაქცია ჰონგ-კონგში

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 5 თებერვალი, 2020 - 18:18ამერიკელმა კონგრესმენებმა ჰონგ-კონგელი მომიტინგეები ნობელის პრემიაზე წარადგინეს
  • ოთხშაბათი, 4 სექტემბერი, 2019 - 14:343-თვიანი პროტესტის შემდეგ ჰონგ-კონგის ლიდერი ექსტრადიციის კანონპროექტს გაიწვევს
  • ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2019 - 19:35ტრამპი: სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩინეთს ჰონგ-კონგის საზღვართან ჯარი გადაჰყავს
  • ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2019 - 18:36სისხლიანი თვალის სახვევი ჰონგ-კონგის აქციების სიმბოლო გახდა
  • ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2019 - 14:52ჰონგ-კონგის აეროპორტში პოლიციამ აქცია დაარბია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:54

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:40

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს

"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს" - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:34

"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს" - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 03:10

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 00:47

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში