ლათინური ამერიკა

არგენტინამ ისტორიაში მეცხრე დეფოლტი გამოაცხადა

პარასკვეს, 23 მაისს, არგენტინამ ფინანსური დეფოლტი გამოაცხადა. არგენტინა ისტორიაში მეცხრე დეფოლტის მდგომარეობაში მას შემდეგ გადავიდა, რაც ქვეყანამ საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთი არ გადაიხადა. 500 მილიონი დოლარის გადახდის ვადა კი სწორედ 23 მაისს ამოიწურა.

ფინანსური დეფოლტის ასაცილებლად, ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებასა და კრედიტორებს მოლაპარაკებათა რამდენიმე ათეული რაუნდი გაიმართა, თუმცა მხარეებმა სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საუბარია დაახლოებით 65 მილიარდი დოლარის საგარეო ვალზე, რომელშიც 2001 წლის დეფოლტის დროს რესტრუქტირიზებული ვალიც შედის.

როგორც ცნობილია, არგენტინის ხელისუფლება და სახელმწიფო ობლიგაციების მფლობელი კრედიტორებთან მოლაპარაკების მომდევნო რაუნდის მოლოდინში არიან. ამასთანავე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ არგენტინის დეფოლტს რეგიონში სერიოზულ ფინანსურ რყევებს გამოიწვევს. Fitch Ratings კორონავირუსის პანდემიის ფონზე, აქამდეც დეფოლტების რეკორდულ რაოდენობას პროგნოზირებდა. 

აპრილში საგარეო ვალის მომსახურება აგვისტომდე შეაჩერა ეკვადორმა, ამის მიზეზი ქვეყანაში ვირუსის მასშტაბური გავრცელება და ნავთობის ფასების შემცირება გახდა. ჯერ კიდევ გლობალურ პანდემიამდე დეფოლტი გამოაცხადა ლიბანმაც, ეს ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა. 

მარტში არგენტინის მშპ დაახლოებით 12%-ით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, შემცირებული ექსპორტი არგენტინის ეროვნულ ვალუტაზე დამატებით წნეხს ქმნის და მოსალოდნელია ვალუტის შემდგომი გაუფასურება. ქვეყანაში მყარი უცხოური ვალუტის დეფიციტია, ამ დროისთვის ოფიციალურ გაცვლით კურსსა და შავ ბაზარზე არსებულ კურს შორის სხვაობა დაახლოებით 100%-ია. 

შექმნილი მდგომარეობა დამატებით წნეხს ქმნის ინფლაციაზე, რომელიც მსოფლიოში ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 46%-ს შეადგენს. 

ქვეყნის ხელისუფლება სავალუტო ფონდიდან ვალის რესტრუქტურიზაციას 2020-2022 წლებში ვალის გადახდაზე მორატორიუმის გამოცხადებას და, ასევე, ძირითადი ვალის ნაწილის პატიებას მოითხოვდა. 

ამ ზომების მიღების შემთხვევაში ქვეყანა დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს დაზოგავდა, თუმცა კრედიტორებმა წინადადება უარყვეს. ამის მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლებას დღემდე არ წარმოუდგენია ეკონომიკის გაჯანსაღებისა და საქმიანობის აღდგენის კონკრეტული გეგმა. 

არგენტინამ ბოლო წლებში ფონდიდან 40 მილიარდი დოლარი მიიღო, სწორედ ფონდის ვალის მომსახურებაზე იხარჯება მთლიანი სავალო გადახდების 40%.

მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს არგენტინის ეკონომიკა 5,7%-ით შემცირდება

კომენტარები