კალაძე: ჭავჭავაძის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ივნისის შუაში დასრულდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაიწყო ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება.

თბილისის მერის, კახა კალაძის თანახმად, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საბოლოოდ 15 ივნისს დასრულდება.

მისი თქმით, "თუ ყველაფერი კარგად იქნება", ვარაზისხევიდან ატენამდე მონაკვეთი ორშაბათს, 25 მაისს გაიხსნება, ხოლო ივნისის შუამდე ჩაკეტილი იქნება მონაკვეთი ატენიდან ავალიშვილის ქუჩამდე.

მერიის ცნობით, ასფალტის ქვედა ფენის დაგება ჭავჭავაძეზე დასრულდა, ახლა კი აკეთებენ საკომუნიკაციო ჭებს, აპირკეთებენ ტროტუარებსა და ამწვანებენ თარგებს.

ჭავჭავაძეზე უკვე შეიცვალა გარეგანათების ქსელი, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განათავსეს. დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

კომენტარები