8 მარტის შეთანხება

ადამ კინზინგერი: უნდა გავაგრძელოთ წინსვლა იმ საკითხებზე რაც არის და არ არის შესრულებული

მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს. არ დავიწყებ იმის განხილვას, რა გაკეთდა და არა, დემოკრატია რთულია, თუმცა ჩანს, რომ მხარეები რეალური პროგრესისკენ მიდიან, ეს უნდა დავამთავროთ და წინ წავიდეთ. უფრო დიდი საკითხები გვაქვს გადასწყვეტი, როგორიცაა კორონავირუსის შემდგომი განვითარება და მომავალი არჩევნები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ვაპირებ ჩავერიო და რომელიმე მხარეს რამისკენ ვუბიძგო. ვიტყვი იმას, რომ შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა. მნიშნველოვანია, რომ ის სრულად შესრულდეს. ჩანს, რომ ყველა მხარე დგამს ნაბიჯებს რეალური პროგრესისკენ. გავაგრძელოთ წინსვლა იმაზე, რაც არის და არ არის შესრულებული. საბოლოო ჯამში, მოდით, შევასრულოთ შეთანხმება, წავიდეთ წინ და საკითხი საარჩევნო ყუთთან გადავჭრათ.

კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში 8 მარტის შეთანხმების შესრულების საკითხზე ისაუბრა.

კომენტარები