კონკრეტულ ვადას - თვეს და თარიღს - ჩავწერთ კანონში, ჩვენთვის მთავარია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და არა სხვა მიზნები. არავითარ არც გამარჯვებაზე და არც დამარცხებაზე არ არის საუბარი. მით უმეტეს, ეს ნორმა ჩვენ შემოვატინეთ მაშინ, როცა ოპოზიცია დარბაზში უკვე არ იმყოფებოდა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ არა ოპოზიციის სასარგებლოდ ან საზიანოდ, არამედ ვითარების სწორად მართვისათვის. რამეთუ საქმე გვაქვს საშიშ ინფექციასთან, თან იმ პირობებში როდესაც არ არსებობს ანტი-ვირუსული პრეპარატი, არ არსებობს ვაქცინა და ინფექციას აქვს გავრცელების ის მასშტაბური არეალი, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს პანდემიად. ამიტომ ჩვენ პირველი ვალდებულება გვაქვს, რომ დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და სხვა უკვე არის შემდეგი.
შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი
ხუნდაძე: ჩვენთვის მთავარია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და არა სხვა მიზნები
tbl.ge/4rko
დაკოპირდა
მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომლის საშუალებითაც მთავრობას სხვადასხვა შემზღუდავი ნორმების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეეძლება.
ამავე თემაზე
- კობახიძე კანონის ახლებურ დათქმაზე: ოპოზიციის კრიტიკას არ ჰქონდა ობიექტური საფუძველი
- ბოკერია "ოცნების" დეპუტატებს: რატომ ამბობთ უარს საკუთარ როლსა და ფუნქციაზე?
- "ნორმებს გავწერთ დროებით" - სადავო კანონპროექტს კენჭი ამ დათქმით უყარეს და I მოსმენით მიიღეს
- კობახიძის სპონტანური ინიციატივა: ახალი შეზღუდვები დროებითი იყოს, 15 ივლისამდე
- სამადაშვილი: კანონის მოქმედების დრო უფრო მოკლე იქნება, ვიდრე თქვენი პოლიტიკური სიცოცხლე