ამერიკელი რეჟისორი სტივენ სოდერბერგი ფილმის Sex, Lies and Videotape გაგრძელების გადაღებას გეგმავს.
თვითიზოლაციაში ყოფნისას სოდერბერგმა სიქველის სცენარი დაწერა.
"სცენარზე სამუშაოდ ასეთი კარგი გარემო 1985 წლიდან არ მქონია. როდესაც ნიუ-იორკში კარანტინი გამოცხადდა, რომ არ გავგიჟებულიყავი გადავწყვიტე წერა დამეწყო. ექვსი კვირის განმავლობაში სამი სცენარი დავწერე. ერთ-ერთი მათგანი Sex, Lies and Videotape-ის გაგრძელებაა."
ორიგინალი ფილმი 1989 წელს გამოვიდა. სოდერბერგის პირველი სრულმეტრაჟიანი სურათი დამოუკიდებელი ამერიკული კინოს შედევრად ითვლება.