TEKASHI 6IX9INE: არიანა გრანდემ და ჯასტინ ბიბერმა ჩარტებში პირველი ადგილი იყიდეს

CNN

სკანდალურად ცნობილმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა Tekashi 6ix9ine მომღერლები არიანა გრანდე და ჯასტინ ბიბერი Billboard-ის ჩარტებში პირველი ადგილის ყიდვაში დაადანაშაულა. 

ტეკაშის აზრით მისი ახალი სიმღერა Gooba გრანდესა და ბიბერის დუეტის ნაცვლად პირველ ადგილზე უნდა იყოს. რეპერმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მომღერლების თაღლითურ სქემაზე ისაუბრა.

მოგვიანებით გრანდე ბრალდებას პოსტით გამოეხმაურა:

"ჩემმა თაყვანისცმემლებმა შეიძინეს ეს სიმღერა, ჯასტინის თაყვანისცმემლებმა შეიძინეს ეს სიმღერა, არანაირ თაღლითობას ადგილი არ ჰქონია."

რეპერმა გრანდეს პოსტს კიდევ ერთი ვიდეოთი უპასუხა, სადაც აღნიშნა რომ მომღერალს პატივს სცემს, მაგრამ Billboard-ს არ ენდობა. 

კომენტარები