კაპიტანი ტომ მური

ომის ვეტერანს, რომელმაც ჯანდაცვის სამსახურებისთვის 40$ მლნ. შეაგროვა, რაინდად აკურთხებენ

მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელ ვეტერანს, ტომ მურს, რომელმაც ეროვნული ჯანდაცვის სერვისისთვის 40$ მილიონი შეაგროვა, რაინდად აკურთხებენ.

ვეტერანმა, რომელსაც აპრილში 100 წელი შეუსრულდა, კორონავირუსის პანდემიისას გადაწყვიტა საკუთარი სახლისთვის გარშემო 100-ჯერ შემოევლო, რათა დონაციები მიეღო და ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისისთვის გადაეცა.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ომის ვეტერანის შესახებ დედოფალ ელიზაბეტ მეორეს მიმართა. ჯონსონის თქმით, ტომ მურმა შესაბამისი პატივისცემა დაიმსახურა.

"ტომ მურის დონაციებმა ყველა რეკორდი მოხსნა, მთელი ქვეყანა შთააგონა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიისას. ის ნამდვილად ეროვნული საგანძურია", - ამბობს ბორის ჯონსონი.

როგორც ცნობილია, დედოფალმა უკვე დაამტკიცა მურისადმი გასაღები პატივი, რომელიც ოთხშაბათს ფორმალურად გამოცხადდება.

ტომ მურის აქტივობებით შეგროვებული თანხა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებს გადაეცა და როგორც პაციენტებს, ისე ექიმებსა და მოხალისეებს მოხმარდა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, კორონავირუსის პანდემიისას დიდ ბრიტანეთში 35 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაც ევროპაში ვირუსით გარდაცვლაების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები