კვლევა: COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებულები, ვისი ტესტიც კვლავ დადებითი იყო, გადამდები არ არიან

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერების თანახმად, პაციენტები, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, შემდეგ კი ტესტზე კვლავ დადებითი შედეგი ჰქონდათ, გადამდებები არ არიან.

კორეელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 285 ისეთი პაციენტი, ვინც კორონავირუსი ერთხელ მოიხადა, ანუ დაავადების დადასტურების შემდეგ ტესტზე ერთხელ ჰქონდათ ნეგატიური, თუმცა შემდეგ კვლავ პოზიტიური შედეგი. ამ პაციენტების 790 ახლო კონტაქტზე დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ COVID 19 არც ერთ მათგანს გადასდებია.

ამასთან, მკვლევარებმა ვირუსის ნიმუშის კულტივირება ვერ შეძლეს, რაც მათ აფიქრებინებთ, რომ პაციენტების ორგანიზმში არა-გადამდები ან ვირუსის მკვდარი ნაწილაკები იყო, რაც PCR ტესტმა აქტიურ კოვიდინფექციად აღიქვა.

ამ დასკვნების შედეგად, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსისგან ერთხელ გამოჯანრმთელებული ადამიანები გადამდებებად აღარ ჩაითვლებიან.

სამხრეთ კორეაში ასეულობით პაციენტს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ტესტზე კვლავ დადებითი შედეგი ჰქონდათ. მათი სისხლის ანალიზის შედეგად გაირკვა ისიც, რომ თითქმის ყველა მათაგანს ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები ჰქონდათ გამომუშავებული.

კომენტარები