პოლიტპატიმრების გათავისუფლება

გახარია შეწყალებაზე: ხალხის გაბრაზება მესმის, უყურებენ პრივილეგირებულ პოლიტიკოსთა კასტას

ამ შეწყალებასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ, რომ მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ამ შტურმში მონაწილეობდა, ან როდესაც ადამიანმა 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს რაღაც შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე.

ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ამის გამო ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდგომ შეიწყალეს. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეწყალების სრული, ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა. 

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. 15 მაისს, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა ციხეში რჩება გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებაც 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

კომენტარები