დევიდ ფ. სენდბერგი

შაზამის რეჟისორმა თვითიზოლაციაში კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო

NewsDio

თვითიზოლაციაში მყოფმა შაზამის რეჟისორმა, დევიდ ფ. სენდბერგმა მორიგი მოკლემეტრაჟიანი საშინელებათა ჟანრის ფილმი გადაიღო.

რეჟისორმა Youtube-ზე ექვსწუთიანი ფილმი სახელად Not Alone In Here გამოაქვეყნა. ისევე როგორც წინა მოკლემეტრაჟიან ნამუშევარში Shadowed, მოქმედება სენდბეგის სახლში ვითარდება, მთავარ როლს კი რეჟისორის ცოლი ლოტა ლოსტენი ასრულებს.

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებამდე სენდბერგი შაზამის გაგრძელებაზე მუშაობდა. ბლოკბასტერის პრემიერა 2022 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

კომენტარები