8 მარტის შეთანხმება

ზურაბიშვილი ევროპარლამენტარს: პოლიტპატიმრები არ შემიწყალებია

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ტვიტერზე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას "ტვიტს" ეხმაურება. ევროპარალმენტარი წერს, რომ ის მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტპატიმრების შეწყალების თაობაზე. ზურაბიშვილი ანა ფოტიგას პასუხობს, რომ მას პოლიტპატიმრები არ შეუწყალებია, რადგან "საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ".

"უფრო ზუსტად, მე 'პოლიტიკური პატიმრები' არ შემიწყალებია. საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს. მოხარული ვიქნები, თუ გაითვალისწინებთ ამ ფაქტს, საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთებისას", - წერს ზურაბიშვილი.

ევროპარალმენტარი ანა ფოტიგა ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიგი უგუალავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე, 15 მაისს ტვიტერზე გამოეხმაურა.

15 მაისს, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა ციხეში რჩება გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებაც 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

კომენტარები