17 მაისი

ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ონლაინ აქცია მიმდინარეობს

17 მაისის, როგორც ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-ის ორგანიზებით, ონლაინ-აქცია მიმდინარეობს, სადაც ლგბტქ+ აქტივისტები და მხარდამჭერები Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ. 

ონლაინ-აქციაზე სიტყვით გამომსვლელები არიან თბილისის პრაიდის დამფუძნებლები გიორგი თაბაგარი და მარიამ კვარაცხელია; საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვიტონი; არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე; პრემიერმინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი; თანასწორობა 17-ის ხელმძღვანელი ნინო ბოლქვაძე; სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია; ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია და დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი; თეოლოგი ბასილ კობახიძე და სხვები. 

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო წელს ლგბტქ+ ორგანიზაციებმა აქციის ონლაინ-გამართვა გადაწყვიტეს, თუმცა მათი გამოხატვისა და მანიფესტაციის თავისუფლება არც გასულ წლებში ყოფილა დაცული სახელმწიფოს მიერ. 

17 მაისის 9-წლიან გამოცდილებაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები