17 მაისი

მიტროპოლიტი ნიკოლოზი 17 მაისზე: ცისარტყელა არის საყოველთაო საკაცობრიო კუთვნილება

რუსთავი2

"ცისარტყელა არის საყოველთაო საკაცობრიო კუთვნილება", - ამბობს კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი 17 მაისზე საუბრისას.

"ჩვენ ვერ ვაჩუქებთ ცისარტყელას ვერავის, ისევე, როგორც ვერ ვაჩუქებთ თურქებს მთვარეს, რომელიც დროშაზე აქვთ", - ამბობს ის. 

დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება. საქართველოს საპატრიარქო კი "ოჯახის სიწმინდის დღეს" აღნიშნავს. პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2013 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც სასულიერო პირებმა და მრევლმა ანტი-ჰომოფობიური აქცია ძალადობრივად დაარბია.  

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ოჯახის სიწმინდის დღე დაწესდა, რადგან "რაღაც გარემოებების გამო ოჯახურ სიწმინდეს დაემუქრა საფრთხე". 

დღეს პატრიარქის კურთხევით სასულიერო პირებმა ჯიპებითა და სკუტერებით მსვლელობა გამართეს.

კომენტარები