ლინ შელტონი

LITTLE FIRES EVERYWHERE-ის რეჟისორი, ლინ შელტონი, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

Indiewire

რეჟისორი, ლინ შელტონი, ამოუცნობი სისხლის დაავადების გამო 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შელტონი თავდაპირველად მსახიობი და ფოტოგრაფი იყო, 30 წლის შესრულების შემდეგ კი ფილმების გადაღება დაიწყო.

"ლინის ტვიტერის აღწერა გვეუბნება: მე ვაკეთებ ფილმებსა და სერიალებს და მომწონს სიცილი. ბევრი სიცილი. ლინს გადამდები სიცილი ჰქონდა და სიცოცხლით სავსე იყო. ის ძალიან მოენატრება ოჯახს, მეგობრებს, გასართობ ინდუსტრიასა და ფანებს", - წერია განცხადებაში.

ლინ შელტონი ცნობილი იყო შემდეგი ფილმებისთვის: "Humpday", "Your Sister's Sister" და "Outside in". მან ასევე, პოპულარობა მოიპოვა Hulu-ს სერიალიდან "Little Fires Everywhere".

კომენტარები