გიგი უგულავა

უგულავა: საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო და სამყარო არაა ჩალით დახურული

შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად, გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს საპატიმრო და მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. მოხდება აღკვეთის ღონისძიების ჩანაცვლებით თუ პრეზიდენტის შეწყალებით, მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ ფაქტი უნდა შედგეს და ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უნდა გადაიშალოს.

საერთოდ არ მსიამოვნებს ის, რომ ჩემს ქვეყანაზე საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები, რადგან ამას თავისი ხიფათი და მინუსები მოსდევს, მოსდევს პრობლემები ქვეყნისთვის.

არ მაქვს  იმედი, რომ ხელისფულება ამას გააცნობიერებს, მაგრამ ერთი რამე არის ფაქტი და ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო, სამყარო არ არის ჩალით დახურული და თუნდაც, არც კორონავირუსით შებურული და ის, რაც სიმართლეა და რა ვალდებულებასაც აიღებ, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს შენთვის, უნდა შეასრულო. თუ ხარ ხელისუფლებაში, უნდა გესმოდეს, რომ საჭიროა ხშირად მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამაზე მეტად საჭიროა, რომ აღებული ვალდებულებები შეასრულო.

ასეა ადამიანურ ურთიერთობებშიც, ასეა საერთაშორისო პოლიტიკაში და ასეა შიდა პოლიტიკაშიც.

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას კომენტარი ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

კომენტარები