პირველი ადამიანი, რომლის ქონებაც 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, შესაძლოა, ჯეფ ბეზოსი გახდეს. Amazon-ის დამფუძნებელი უკვე არის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი. თუ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ქონება იმავე დინამიკით გაიზრდება, 2026 წლისთვის ბეზოსი უკვე ტრილიონერი იქნება.
საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური კვლევა საკონსულტაციო სააგენტო Comparisun-მა მოამზადა. ორგანიზაციის გამოთვლებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბეზოსის ქონება ყოველწლიურად საშუალოდ 35%-ით იზრდებოდა. ამ ტენდენციით მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, 2026 წელს 62 წლის ასაკში ჯეფ ბეზოსი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდება.
Forbes-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ბეზოსის ქონება 144 მილიარდი დოლარით არის შეფასებული.
ბეზოსის შემდეგ ტრილიონერობის ყველაზე დიდი შანსი ჩინელ დეველოპერ ცზიუ ციაინს აქვს. ორგანიზაციის პროგნოზით, ციაინი ტრილიონერი, შესაძლოა, 2027 წელს გახდეს. პოტენციური ტრილიონერების სიაში მესამე ადგილზეა, ჩინური Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა - ტრილიონი დოლარის ნიშნულს მამ შესაძლოა 2030 წელს გადააბიჯოს.
ამავე სიაში მეშვიდე ადგილზეა Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი. ორგანიზაციის შეფასებით, მას ტრილიონერობის რეალური პერსპექტივა 2036 წელს აქვს. ის ყველაზე ახალგაზრდა ტრილიონერი იქნება.
გამოთვლის მეთოლოგიის მიხედვით, კომპანიამ ბოლო ხუთ წელში Forbes-ის სიაში შემავალი 25 უმდიდრესი ადამიანის კაპიტალის შეფასების დინამიკა აიღო და მონაცემების ექსტრაპოლაცია მომდევნო წლებზე მოახდინა.
დაახლოებით იგივე მეთოდოლოგიით, ორგანიზაციამ შეადგინა კომპანიათა სია, რომლებმაც კაპიტალიზაციის ტრილიონიანი ნიშნული, შესაძლოა, უახლოეს წლებში დაძლიონ. ორგანიზაციის პროგნოზით 2022 წელს ამ ნიშნულს Google და Facebook დაძლევენ. ხოლო 2023 წელს ტრილიონერთა კლუბს უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფონდი Berkshire Hathway და Visa შეურთდებიან.