განათლების მინსიტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების მოხსნის მე-6 ეტაპზე ჩატარდება.
"ფინალური გამოცდები ჩატარდება შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ეტაპზე. მეექვსე ეტაპია, როდესაც საგანმანათლებლო აქტივობები განახლდება და შესაბამისად ფინალური გამოცდები ჩატარდება ამ პერიოდში.
რაც შეეხება, შუალედურ გამოცდებს, სამინისტროს რეკომენდაციით, უნივერსიტეტებმა მშვენივრად მოახერხეს ამის ადაპტაცია და ეს პრობლემა მოხსნილია", - თქვა მინისტრმა.
მისივე თქმით, საბაკალავრო და სამაგისტრო ნამუშევრების დაცვა სტუნდეტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე მოხდება.
"რაც შეეხება საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვას, ეს მოხდება ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე და ესეც დარეგულირდება და წარმატებით ჩაივლის ეს ეტაპიც", - თქვა მინისტრმა.
მთავრობის გეგმის მიხედვით, შეზღუდვების მოხსნის მე-6 ეტაპი ივლისის პირველ ნახევარში დაიწყება და გაიხსნება გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები, კაზინოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სხვა ტიპის საქმიანობები არადისტანციურ რეჟიმში.