The Sandman

ნილ გეიმანის გრაფიკულ ნოველას SANDMAN აუდიოდადგმა ექნება

Bloody Disgusting

ნილ გეიმანის საკულტო გრაფიკულ ნოველას The Sandman აუდიოდადგმა ექნება.

მთავარ პერსონაჟს - მორფეუსს ბრიტანელი მსახიობი ჯეიმს მაკავოი გაახმოვანებს. მეორეხარისხოვან პერსონაჟებს ტერონ ეჯერტონი, რიზ ახმედი, სამანტა მორტონი, ენდი სერკისი და მაიკლ შინი გააცოცხლებენ. თავად გეიმანი წამყვანის როლს შეასრულებს.

გრაფიკული ნოველის პირველი ნომერი 1989 წელს გამომცემლობამ Vertigo გამოუშვა. სიუჟეტის ცენტრში ერთ-ერთი მარადიული ქმნილება, სიზმრების მბრძანებელი მორფეუსია. მრავალი სპეციალისტის აზრით, The Sandman ყველა დროის საუკეთესო გრაფიკული ნოველაა.

აუდიოდადგმის პირველი ნაწილი მიმდინარე წლის 15 ივლისს გამოვა. ასევე გეიმანი კომიქსის მიხედვით სერიალის შექმნაზე სტრიმინგ სერვისთან Netflix მუშაობს.  

კომენტარები