The Good Lord Bird

მინისერიალის The Good Lord Bird თრეილერი გამოვიდა

Youtube

სატელევიზიო არხმა Showtime ახალი მინისერიალის The Good Lord Bird პირველი თრეილერი გამოაქვეყნა.

მომავალი სერიალი ჯეიმს მაკბრაიდის ნახევრად ისტორიულ რომანს ეფუძნება. სიუჟეტის ცენტრში მონობის მოწინააღმდეგე ჯონ ბრაუნია, რომელმაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მონათა აჯანყება მოაწყო. ბრაუნის მიერ დაწყებულ მოვლენებს აშშ-ში სამოქალაქო ომი მოჰყვა.

ახალ სერიალში მთავარ როლს მსახიობი ითან ჰოუქი ასრულებს.

კომენტარები