საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, გამოვლენილია ინფიცირების 652 შემთხვევა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 383. COVID-19-ით 11 პაციენტი გარდაიცვალა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 394 ადამიანია, კარანტინის რეჟიმში - 4 246.