კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზე: თითქოს მივდივართ დამშვიდებისკენ

ძალიან ნიშანდობლივია, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე მნიშვნელოვნად გადააჭარბა აქტიურ შემთხვევებს. 264 ადამიანი მკურნალობს ახლა და 372 გამოჯანმრთელებული გვყავს. ესეც ნიშანდობლივი და საიმედო ინდიკატორია, რომ უკვე ბოლო დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლადინფიცირებულთა რიცხვს. ეს გარკეული ინდიკატორია იმისი, რომ თითქოს მივდივართ დამშვიდებისკენ.

მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ გვაძლევს ჩვენ თვითონ დამშვიდების უფლებას, რომ ყველა ის რეკომენდაცია და ღონისძიება, რაც ტარდება, ქვეყანაში, აუცილებლად უნდა გატარდეს, რადგან შემსუბუქების პერიოდში ზოგიერთ ქვეყანაში აღინიშნა ისევ ზრდა. მაგალითად, სამხრეთ კორეასა და გერმანიაში. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

კომენტარები