ბრაიან ადამსი

ბრაიან ადამსმა რასისტული პოსტისთვის ბოდიში მოიხადა

BBC

კანადელმა მომღერალმა ბრაიან ადამსმა რასისტული პოსტისთვის ბოდიში მოიხადა.

რამდენიმე დღის წინ 60 წლის მუსიკოსმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სიმღერა Cuts Like Knife შეასრულა, აღწერილობაში კი კორონავირუსის გავრცელების წყაროსა და ჩაშლილ კონცერტზე ისაუბრა.

"დღეს როიალ ალბერტ ჰოლში უნდა დამეკრა, მაგრამ ვიღაც ღამურაჭამია, სველი ბაზრის ვაჭარი, ვირუსის გამავრცელებელი ნაბ****ების გამო მთელი მსოფლიო გაჩერებულია, აღარ ვსაუბრობ იმ ათასობით დაღუპულზე და დაავადებულზე. ორი მესიჯი მაქვს მათთვის - მადლობა, თქვენი დედაც და გახდით ვეგანები. იზოლაციაში მეტ დროს ვატარებ ოჯახის წევრებთან, მაგრამ მეორე ოჯახი - ბენდის წევრები, საკონცერტო გუნდი და ჩემი თაყვანისმცემლები მენატრებიან. პერიოდულად ნაცნობ კომპოზიციებს ონლაინ რეჟიმში შეგისრულებთ,"-დაწერა ბრაიან ადამსმა.

ადამსის პოსტს საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მრავალმა მომხმარებელმა მუსიკოსი რასიზმში და ანტი-ჩინური შეხედულებების გავრცელებაში დაადანაშაულა. მომღერალმა ვიდეოს კომენტარები გაუთიშა და მომდევნო პოსტში ბოდიში მოიხადა.

"ბოდიში ყველას ვინც ჩემი გუშინდელი პოსტით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ამას გამართლება არ აქვს, უბრალოდ მინდოდა კიდევ ერთხელ გამემახვილებინა ყურადღება სველ ბაზრებში ცხოველებისადმი არაადამიანურ მოპყრობაზე. თითოეული ადამიანი მიყვარს და მხარს ვუჭერ ყველას, ვინც პანდემიასთან ბრძოლაშია ჩართული."

 

კომენტარები