8 მარტის შეთანხმება

ლეიბორისტული პარტიის ოფისის ეზოში ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო

ტაბულა

ლეიბორისტული პარტიის ოფისის ეზოში ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, შეხვედრას წესების და დისტანციის დაცვით მართავენ.

ოპოზიციური პარტიები 8 მარტის შეთანხმებასა და ქართული ოცნების განცხადებებზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც, ერთიან განცხადებას შეიმუშავებენ.

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება საარჩევნო ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა, მმართველი გუნდის მტკიცებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და "ვერ ვიფიქრებთ იმ პირობის შესრულებაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს".

შეთანხმების გაფორმებას პარტნიორი ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ. მათ საერთო განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მემორანდუმი ორნაწილიანია და ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი - ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

კომენტარები