8 მარტის შეთანხმება

ჩიტიძე: ოპოზიციამ უკან არ უნდა დაიხიოს, ახლა ოცნებას უფრო აძლევს ხელს 120/30-ზე

აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია, რა უნდა ქნას ოპოზიციამ, თუ ოცნებამ პოლიტმატიმრები არ გაათავისუფლა. ოპოზიციამ უკან უნდა დაიხიოს თუ არა, იმისთვის რომ 120/30-ზე მაინც არ დავკარგოთ? ჩემი აზრით, არა, არ უნდა დაიხიოს და შევეცდები ავხსნა რატომ:

⭕️ პირველ რიგში, სირცხვილია, რომ დასავლელი პარტნიორების გარეშე, მხოლოდ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების ფორმატითაა შესაძლებელი ასეთ ფუნდამენტურ პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა. ოცნების “დამსახურებაა”, რომ პოლიტიკა სრულად გაქრა და ცირკს დაემსგავსა.

⭕️ თუმცა, რა იყო შეთანხმების შინაარსი? 120/30-ზე პროპორციით არჩევნები არამხოლოდ 2020-ში, არამედ ნებისმიერი რიგგარეშე 2024-მდე. ეს პირობა ოცნებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ეშინიათ რომ, 2020-ში მოგების შემთხვევაშიც, კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან და სრულად პროპორციულში განადგურდებიან.

⭕️ შესაბამისად, რა მოხდება თუ ცვლილებები ჩავარდა? 2020-ში ჩატარდება არჩევნები 77/73-ზე სისტემით, თუმცა, არჩევნებიდან მეორე დღესვე რომ რიგგარეშე დაინიშნოს, უკვე სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. აბა, გამოიცანით, მთელი პოლიტიკური კლასი რას “მიაწვება”, ოცნებამ რომ ოქტომბერში მოიგოს?

⭕️ ოცნება კონსტიტუციას ვერ ცვლის. თავადვე ნანობენ, რომ 2020-ის მერე, რიგგარეშეებზეც პროპორციული გაავრცელეს, მაგრამ ამის შეცვლა შეუძლებელია.

⭕️ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოპოზიციამ უკან რატომ უნდა დაიხიოს? ახლა, ოცნებას უფრო ხელს აძლევს 120/30-ზე, 4 წლით (30 მაჟორიტარის იმედად მაინც იქნება), ვიდრე ოპოზიციას.

P.S. მაინც მგონია, რომ ბოლოს სალომეს გამოაგორებენ, როგორც კრიზისის განმმუხტავს და შეწყალებას გააკეთებინებენ. უბრალოდ, ახლა დროს წელავენ, სანამდეც შეუძლიათ.

წერს Facebook-ზე იურისტი გიორგი ჩიტიძე. 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს, რასაც ქართული ოცნება უარყოფს.

კომენტარები