კორონავირუსი სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეაში უკონტაქტო კინოთეატრები გაიხსნა

CGV

სეულის ერთ-ერთ რაიონში კინოთეატრების სამხრეთკორეულმა ქსელმა CJ-CGV დარბაზები უკონტაქტო სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანა.

კინოთეატრების თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებით, ავტომატური სალაროებით, კვების ავტომატებითა და მობილური აპლიკაციებით ჩაანაცვლეს.

"პროგნოზის მიხედვით მაყურებელთა მოთხოვნა უკონტაქტო სერვისებზე ახალი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე გაიზრდება, ჩვენ დავაკვირდებით მომხმარებლების რეაქციას და განვიხილავთ უკანტაქტო სისტემის გაფართოების შესაძლებლობას," - ამბობს CJ-CGV-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

უკონტაქტო სისტემის შემუშავება კიდევ ერთმა სამხრეთკორეულმა კინოთეატრების ქსელმა - Lotte Cinema - დაიწყო.

კომენტარები