პოლიტიური დევნა

თალაკვაძე სენატორ რიშზე: აქ [პოლიტპატიმრებზე] ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიციები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სენატორ ჯეიმს რიშის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის პირდაპირ საუბრობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე 8 მარტის შეთანხმების კონტექსტში, თალაკვაძე ამბობს - "აქ ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიციები".

თუმცა აღნიშნავს, რომ რიში პარტიებს მოუწოდებს შეთანხმების შესრულებისკენ და არა მხოლოდ ხელისუფლებას. ამის შესახებ თალაკვაძემ რუსთავი ორის ეთერში გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

"აშშ-ში დედაქალაქის ბიუჯეტის 10% რომ გაფლანგოს მერმა, მაინტერესებს შეიძლება თუ არა ამ ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიეცეს, ან კაპიტოლიუმზე რომ მიიტანოს ადამიანების ჯგუფმა ძალადობრივი შეტევა თუ შეიძლება ეს ადამიანები დაკვალიფიცირდნენ პოლიტპატიმრებად?!", - ამბობს თალაკვაძე.

მისივე თქმით, რიშთან პირველივე შეხვედრისას ექნება მეგობრული დისკუსია ამ საკითხებზე, ის საქართველოს მეგობარია და მიეწოდება არგუმენტები და რეალობა რაც არის.

რაც შეეხება აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის გამოხმაურებას, თალაკვაძე ამბობს, რომ ისიც მხარეებს მოუწოდებს შესრულებისკენ და არა ხელისფულებას.

"კინზინგერი მოუწოდებს მხარეებს შეთანხმების შერულებისკენ, ხელისუფლებას კი არ მოუწოდებს არღვევ და შეასრულეო", - ამბობს თალაკვაძე.

კინზინგერმა 8 მარტის შეთანხმების ფასილოტარორი ელჩების განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ, სადაც ფასილიტატორები მემორანდუმის ხელმომწერებს მოუწოდებენ, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი.

საელჩოები განცხადებაში ასევე მიუთითებენ, რომ შეთანხმების ნაწილი იმ საკითხებზეა, რაც სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

"მხარეებს მოუწოდებს, ანუ ის თვლის, რომ ამ სიტუაციაში, ოპოზიციაც როგორც იქცევა, ეს არის ერთგვარი საფრთხის შემქნა ამ შეთანხმების მისამართით", - ამბობს თალაკვაძე კინზინგერის გამოხმაურებაზე.

მმართველი გუნდის მხრიდან იმის ერთხმად მტკიცებას, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრებს არ ეხებოდა, 11 მაისს ჯერ ფასილიტატორების განცხადება მოჰყვა, ხოლო 12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის, რომელიც პირდაპირ წერს, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით"

მანამდე კი იმას, რომ ხელისუფლება ცრუობს, ამტკიცებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, პარლამენტის დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილისა და საპარლამენტო პარტიის, პატრიოტთა ალიანსის განცხადებები. 

თალკვაძის პოზიციები და დასავლეთის ყველა განცხადება იხილეთ აქ.

კომენტარები